воскресенье, 3 ноября 2013 г.

კოკა-კოლის ისტორია

უალკოჰოლო სასმელების კომპანიის კოკა კოლა (Coca-Cola)შეიქმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის – ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის უკანა ეზოში.

                                     კოკა–კოლის ისტორია from AllaSanamiani

ყოფილი ამერიკელი კავალერისტი ჯონ პემბერტონი, კაპიტანი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რამე თავის სარჩენად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ახალგაზრდობის ასაკიდან გატაცებული იყო ქიმიური ცდებით, მან ატლანტაში გახსნა პატარა ფარმაცეპტური კომპანია.

ერთ მშვენიერ დღეს (1886 წლის 8 მაისს) ჯონმა მოხარშა ახალი სიროფი და თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს (Frank M. Robinson). ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი. ძირითადი ინგრედიენტები, რისგანაც იგი შედგებოდა იყო სამი წილი კოკის ფოთლები (ამ მცენარისგან იღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს) და ერთი წილი ტროპიკული ხის – კოლის ნაყოფი. მიღებული სასმელის დანიშნულება პემბერტონის თქმით იყო სამკურნალო პტეპარატი "ყველა სახის ნერვიული აშლილობისთვის". სიროფი იყო ტკბილი და ბლანტე. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად მიუტანა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy. იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდყლი იქნა აფთიაქიდან ჭიქა 5 ცენტად.

ცოტა ხანში აფთიაქის გამყიდველებმა სიროფში შეურიეს გაზიანი წყალი. მთელი პირველი წლის განმავლობაში სასმელი იყიდებოდა საშუალოდ დღეში ათ ჭიქამდე.

დასახელება "კოკა–კოლა", ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომელმაც ვერ განსაზღვრა კოკა კოლის სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1888 წელს მიჰყიდა თავისი საქმე სხვადასხვა პარტნიორებს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში ჩნდება ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი – აზა კენდლერი, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი აქვს, მაგრამ აქვს გამართლების დიდი რწმენა. საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭის შედეგად იგი ახერხებს გარკვეული კაპიტალის დაგროვებას და კოკა კოლის რეცეპტის შესყიდვას პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.

ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად აზა კენდლერი 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში აფუძნებს კომპანიას სახელწოდებით – "The Coca-Cola Company"საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად არეგისტრირებს მის სავაჭრო ნიშანს, რომელიც გამოიყებებოდა 1886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა კოლის შემქმნელი. იმავე წელს გადახდილი იქნა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იქიდან მოყოლებული კომპანია ყოველ წელს თავის აქციონერებს უხდის დივიდენდებს.

აზა კენდლერი იწყებს კოკა კოლას სარეკლამო კომპანიას, ქმნის პროდუქტის რეალიზაციის განყოფილებას, რომელშიც იწვევს ენერგიულ თანამშრომლებს .გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აზა იყენებს მაშინდელი დროისათვის ახალ სარეკლამო ფორმებს. იგი იწყებს ფოსტის საშუალებით კოკა კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნას.

ამ სუვენირების აქციას კომპანიისთვის მოაქვს განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი ხდება ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდება მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ.

1894 წელს იხსნება სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტეხასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვიკსბურგის ერთ–ერთმა მაღაზიის მფლობელი სიმარტივისთვის იწყებს კოკა კოლის ბოთლებში ჩამოსხმას და ამ ფორმით გაყიდვას. ხუთი წლის შემდეგ კი ორი მწარმოებელი ბენჟამინ ტომასი და ჯოზეფ უაიტხედი კენდლერისგან ღებულობს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლებას ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. აიზა კენდლერი ვერ ხედავდა დიდ მოგებას ბოთლებით გაყიდვაში და ამიტომ თმობს ამ ექსკლუზივს სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად. ცოტა წინსწრებით აღვნიშნავთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული კოკა კოლის გაყიდვის მოგებამ მხოლოდ 1928 წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა კოლის მოგებას.

1898 წელს ატლანტაში შენდება სამ სართულიანი კოკა კოლის ოფისი.

შემდეგი 20 წლის განმავლობაში კოკა კოლის ქარხნების რიცხვი აღწევს ათასს.

1902 წელს ბაზარზე ჩნდება ახალი კონკუტენტი კომპანია პეპსი კოლა (Pepsi-Cola).

1906 წელს კოკა კოლა გადის კუბის და პანამის ბაზარზე.
მაგრამ ჩნდებიან ყალბი სასმელის დამამზადებლები. მათთან საბრძოლველად კომპანია 1915 წელს ქმნის ცნობილ კონტურულ ბოთლის. მის დიზაინი იქმნება ინდიანას შტატში. 1977 წელს კონტურული ბოთლი რეგისტრირდება, როგორც კოკა კოლის ერთ–ერთი სავაჭრო ნიშანი.

19019 წელს აზა კენდლერი ჰყიდის კომპანის ერნესტ ბუდრაფს – ბანკირს ატლანტიდან 25 მილიონ დოლარად.

1923 წელს კომპანიის სათავეში დგება ერნასტის შვილი – რობერტ ბუდრაფტი, რომელიც თანამდებობაზე რჩება 60 წლის განმვლობაში. იგი ქმნის კორპორაცია კოკა კოლას. იქმნება კოკა კოლის გაყიდვის ერთიანი სტანდარტები.

1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრებს ჩააქვს 1000 ყუთი (ყუთში იყო 6 ბოთლი) კოკა კოლა.

ამის შემდეგ კოკა კოლა ხდება ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული თამაშების სისტემატიური სპონსორი.

1960 წელს იწყება სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი იწყება კოკა კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.

1979 წელს კომპანიის სათავეში მოდის რობერტო გოზუეტა.

1982 წელს გამოდის კოკა კოლის ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.

დღევანდელ დღეს კოკა კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა კოლა.